ნიკლას ზიულე
Aa
Aa

ზიულე: მიყვარს ბურგერი და ლუდი, მერე რა? ყველა ფეხბურთელი ასე იქცევა

„დორტმუნდის ბორუსიას“ მცველი ნიკლას ზიულე კრიტიკოსებს გამოეხმაურა. გერმანელი ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ კვებასთან და ალკოჰოლურ სასმელთან დაკავსირებით გააკრიტიკეს.

„ზარმაცი რომ ვყოფილიყავი, ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვერასდროს მოვემზადებოდი.

ხალხი, ვინც ამაზე საუბრობს, მხოლოდ ნიკლას ზიულეს ხედავს, რომელიც გულწრფელად აღიარებს, რომ უყვარს ბურგერი და ლუდი. დიახ და მერე რა? როგორ ფიქრობთ, სხვა პროფესიონალები არ ჭამენ ამას? ისინი უბრალოდ ამაზე არ საუბრობენ. ყველას უყვარს ბურგერი და ლუდი“,

- განაცხადა გერმანელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ბაიერნიდან“ „დორტმუნდში“ გადავიდა.

ფეხბურთელთა კვების შესახებ, რამდენიმე თვის წინ, გულახდილად ისაუბრა ზლატან იბრაჰუიმოვიჩმა:

„არ არის სიმართლე რასაც მედია ამბობს. ყველა ფეხბურთელი ბევრს ჭამს. მიუხედავად იმისა, ამას აკეთებ თანაგუნდელების წინ, თუ დახურულ კარს მიღმა. ჩვენ ყველანი ბევრს ვჭამთ. ზოგი ჩვენგანი ირჩევს იყოს უფრო გულწრფელი, რეალური და ვჭამთ ყველას წინაშე. არ ვიქცევით ისე, რომ თითქოს საჭმელს საერთოდ არ ვჭამთ.

ამასთანავე, სახლში ჩვენ სხვა ადამიანების მსგავსად კერძის ორ თეფშს მივირთმევთ. მე ბევრს ვჭამ და ბევრს ვთამაშობ, როგორც ყველა ფეხბურთელი. მოდით, ყველამ თავი დავანებოთ მსახიობობას, რადგან გვსურს, რომ მედიამ შეგვიყვაროს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა მედია არ გვიღებს, იმ დროს ძალიან ბევრს ვჭამთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელფასს 40%-ით შეიმცირებს და დარჩება - დემბელეს სხვა ვარიანტი არ აქვს
ხელფასს 40%-ით შეიმცირებს და დარჩება - დემბელეს სხვა ვარიანტი არ აქვს