რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

BILD: ფლიკს მოსწონს - ბარსა ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის განიხილავს

„ბარსელონა“ ახალი სეზონისთვის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს და როგორც ჩანს, ასეთ ვარიანტად სერუ გირასი ესახებათ.

გერმანული Bild-ის ცნობით, ჰანსი ფლიკს გირასის თამაში მოსწონს და მისი ტრანსფერის მომხრეა. კატალონიელები სავარაუდოდ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ტრანსფერმარკტის მონაცემებით, 29 წლის გვინეელი ფორვარდის ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანული პრესა ვარაუდობს, რომ „დორტმუნდი“ დაახლოებით 100 მილიონს მოითხოვს, რაც არარეალური რიცხვია და მხარეებს ხანგრძლივი მოლაპარაკებები ელით.

ამასთან, აღინიშნება, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უპირატესობას უფრო მაღალი დონის თავდამსხმელის დამატებას ანიჭებს, მაგალითად, ხულიენ ალვარესის, რომელსაც „ატლეტიკო“ მხოლოდ ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ თუ შეელევა.

ალვარესს „ბარსელონაში“ იდეალურ ვარიანტად თვლიან, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გირასის ტრანსფერი უფრო რეალისტურად მოჩანს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გირასიმ 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე ერთად 50 შეხვედრა ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები