„კიტე მოედანზე განსხვავებას ქმნის, მისი შეცვლა შეუძლებელია“ - ავსტრიული გამოცემა
„შტურმმა“ ევროპა ლიგის ფაზის პირველი შეხვედრა დანიაში „მიდტიულანდთან“ მარცხით (0:2) დაიწყო. ოთარ კიტეიშვილის გარეშე გრაცელები უშანსოდ იყვნენ.
ავსტრიული გამოცემა kleinezeitung-ი სწორედ ქართველი ნახევარმცველის შესახებ წერს და გუნდში მის გავლენებს ხაზს უსვამს.
„გრაცის შტურმი ევროპა ლიგის პირველ ტურში განცდილი მარცხიდან გაკვეთილებს იღებს. აშკარაა, რომ მათ ოთარ კიტეიშვილი აკლიათ, გუნდის შთამაგონებელი და დინამიური ფიგურა.
ერთი რამ ცხადია: ამ გუნდს ყველა ფრონტზე - ოთარ კიტეიშვილი აკლია. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შრომისმოყვარე და თავდადებული იყო მოედანზე ყველა, ქართველი უბრალოდ ის ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის. შიდა ჩემპიონატის დონეზე, მისი არყოფნა ზოგჯერ შეიძლება ანაზღაურდეს. მაგრამ საერთაშორისო დონეზე, მათ აკლიათ ის გეზის მიმცემი, რომელიც ჭკვიანურად მოძრაობს ხაზებს შორის, თავდაუზოგავად იბრძვის და თავისი საშიში პასებით სტრუქტურასა და სიურპრიზებს ქმნის.
კიტესთან ერთად, შტურმი უბრალოდ უფრო ძლიერია. მისი ყოფნა თანაგუნდელებსაც მეტ თავდაჯერებულობას აძლევს. და ის გასახდელშიც აკლიათ, როგორც ემოციური მამოძრავებელი ძალა.
კვირას, ჰარტბერგის წინააღმდეგ, 100 პროცენტიანი ძალისხმევა იქნება საჭირო. ოთარ კიტეიშვილით თუ მის გარეშე“.
- წერს ავსტრიული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „შტურმმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდს დანიაში (მიდტიულანდთან ევროპა ლიგაზე) არ გაყვა, ამის მიზეზი კი პირადი, ოჯახური მიზეზი გახდა. თუმცა, ამჯერად კიტე გუნდელების დახმარებას შეძლებს და უქმეებზე მოედანზე იქნება.