უიმბლდონი
Aa
Aa

ეკატერინე გორგოძე უიმბლდონს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 43-ე ნომერს, რუმინელ ირინა ბეგუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შედარებით ტოლ-სწორი წინააღმდეგობა პირველ სეტში გაუწია, რაც ანგარიშზეც აისახა, თუმცა მეორე სეტმა თავიდან ბოლომდე ბეგუს უპირატესობით ჩაიარა. შესაბამისად, გორგოძე გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა.

აღნიშნული დაპირისპირება ჩოგბურთელებს შორის მეორე იყო და პირველ შემთხვევაშიც გამარჯვება რუმინელმა მოიპოვა. ორი თვის წინ, მადრიდის პირველობის კვალიფიკაციაში ბეგუმ ეკატერინე გორგოძე ორ სეტში 6:2, 6:4 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს, რის გამოც ტურნირი პირაპირ ძირითად ბადეში დაიწყო. ეკატერინეს უიმბლდონზე წყვილთა თანრიგშიც ვიხილავთ. 29 ივნისს, ქართველი ჩოგბურთელი რუმინელ ირინა-მარია ბარასთან ერთად ამერიკელი ჩოგბურთელების - დანიელე როუზ კოლინსისა და დესირა კრავჩიკის წყვილს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე, უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილმაც იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლი 5-სეტიან თრილერში 6:7 (4:7), 7:6 (8:6), 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები