მეგან რაპინო
Aa
Aa

„სევდიანი და სასტიკი გადაწყვეტილებაა" - რაპინო აშშ-ში აბორტის არაკონსტიტუციურად ცნობაზე

პარასკევს, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება როუ უეიდის წინააღმდეგ, რომელიც აბორტის უფლებას კონსტიტუციურად აღიარებდა. ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელთაგან სამი დაინიშნა დონალდ ტრამპის დროს. გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა ოთხი მოსამართლე.

აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა მეგან რაპინომ დაგმო შეერთებულ შტატებში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება.

„ძნელია სიტყვების პოვნა იმის აღსაწერად, თუ რამდენად სამწუხაროა ეს დღე პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებზეც ეს გავლენას მოახდენს.

ჩვენ ვიცით, რომ აბორტის გაუქმება ხელს არ უშლის ადამიანებს აბორტის გაკეთებაში. ეს ხელს უშლის ადამიანებს უსაფრთხო აბორტის გაკეთებაში. მე ვურჩევ ხალხს, დაფიქრდნენ ყველა იმ ასპექტზე, რომელსაც Roe v Wade-ის გადაწყვეტილება შეეხება. ეს გავლენას მოახდენს ქვეყნის ბევრ, ფაქტობრივად, ყველა მცხოვრებზე.

ვერ აღვწერ რა სევდიანი და სასტიკია ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეხება სისასტიკეს, რადგან ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა”,

- ამბობს რაპინო.

მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ის 22 შტატი მაინც აკრძალავს აბორტს მთლიანად ან უმეტეს შემთხვევაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, მისურის შტატში აბორტის აკრძალვის კანონი ძალაში შევიდა. ქვეყანაში აკრძალვები შეიძლება შეეხოს რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 36 მილიონ ქალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ - ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია