პაულო დიბალა, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის

ფაბიო კანავარო თვლის, რომ „ნაპოლიმ“ შემადგენლობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს და ამავდროულად არსებულ რესურსსაც გაუფრთხილდეს.

2006 წლის ოქროს ბურთის მფლობელი იტალიელი ნეაპოლელებს პაულო დიბალას შესაძენად ბრძოლას ურჩევს.

„მე რომ დე ლაურენტისის ადგილას ვიყო, დიბალას შეთავაზებას გავუკეთებდი. რა თქმა უნდა, უფასო ტრანსფერია და ის ხელმისაწვდომია. იმედი მაქვს ის იტალიაში დარჩება, სადაც განვითარებას შეძლებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მიყვარს, მაგრამ სიტუაცია მარტივი არ არის. მან არჩევანი გააკეთა და ფიქრობდა, რომ ახალ გუნდს უფრო მარტივად იპოვიდა.

კულიბალი? ის წარმოადგენს გუნდის საყრდენს. მათ გაუმართლათ, რომ კალიდუს იმედად ყოფნა შეეძლოთ. კლუბში რომ ვიყო, მის შესანარჩუნებლად მსხვერპლს გავიღებდი და კონტრაქტს გავუხანგრძლივებდი. დღეს ევროპაში მსგავსი მცველების დეფიციტია“.

- ამბობს კანავარო.

„ნაპოლის“ ქომაგები სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან, რადგან პრეზიდენტი დე ლაურენტისი შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდად არ ფიქრობს. კვარაცხელიას შეძენას თუ არ ჩავთვლით, ნეაპოლიტანებმა ინსინიე დაკარგეს, დიდი შანსია გუნდი კულიბალიმ და მერტენსმაც დატოვონ. მათი ღირსეული შემცვლელები კი არ ჩანან.

სპალეტი სეზონის წინ პესიმისტურად არის განწყობილი

ქომაგები გუნდისგან კვლავ სკუდეტოს მოგებას ელიან და ამაზე ოცნებობენ, ამ დროს სპალეტის პროგნოზი მათთვის „ცივი შხაპივით“ არის.

„ჩვენგან ყველა მოელის, რომ იმავე გზას გავივლით, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ძალიან ძნელია, რადგან გულშემატკივრებს სკუდეტო უნდათ, მაგრამ ეს არ არის ადვილი. ჩვენთვის ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება, რადგან არ გვექნება 9-ქულიანი ფორა იუვენტუსთან ან დიდი სხვაობა რომასთან და ლაციოსთან. თუ კი შარშანდელივით კარგად ვითამაშეთ, მაშინ საუკეთესოებთან ბრძოლის შანსი გვექნება.

დიდ შედეგებს მივაღწიეთ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიმყოფებოდით დასაწყისიდან დასასრულამდე. იყო მატჩები, სადაც მეტის გაკეთება შეგვეძლო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დებიუტი სამოყვარულო კლუბთან შედგება'' - იტალიური მედია ხვიჩაზე
''დებიუტი სამოყვარულო კლუბთან შედგება'' - იტალიური მედია ხვიჩაზე