რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ცოტაა - ბაიერნმა ბარსელონას მეორე შეთავაზებაც დაბლოკა

გერმანული Bild-ის ცნობით, „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ ლევანდოვსკის თაობაზე მეორე წინადადებით მიმართა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო.

წყაროს თანახმად, კატალონიელებმა „რეკორდმაისტერს“ ამჯერად 35 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები შესთავაზეს. გერმანელები კი პოლონელის სანაცვლოდ ამ თანხას საკმაოდ მცირედ მიიჩნევენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუნხენელები „ლევის“ 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან. ამხელა თანხის გადახდას 34 წლის ფეხბურთელში „ბარსელონა“ არ აპირებს.

სადიო მანეს ტრანსფერისა და „ბარსელონას“ ფინანსური საკითხების დასტაბილურების შემდეგ, არის მოლოდინი, რომ ხსენებული ტრანსფერიც მალე შედგება, თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

Sport-ი წერს, რომ მალე "ბარსა" მიუნხენელებს 40 მილიონს + ბონუსებს შესთავაზებს. კლუბმა ფეხბურთელის აგენტს პინი ზაჰავის პირობა მისცა, რომ ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

კანი ლევანდოვსკის წინასასეზონო შეკრებაზე ელოდება

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკის არსად გაშვებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლონელს „ბარსელონაში“ თამაში სურს.

„ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ჩვენ მას წინასასეზონო მოსამზადებელი შეკრების პირველ დღეს გუნდში ველოდებით. მოუთმენლად ველი, თუ როდის ვნახავ მას.

სიტუაცია არ შეცვლილა. რობერტს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მოხარული ვიქნებით, როცა ის ვარჯიშის პირველ დღეს შემოგვიერთდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერერა: რეალზე ერთი თავით მაღლა ვიყავით, ბაიერნისთვის კი ფინალი უნდა მოგვეგო
ერერა: რეალზე ერთი თავით მაღლა ვიყავით, ბაიერნისთვის კი ფინალი უნდა მოგვეგო