AS: თადარიგს იჭერენ - ბარსელონას ფლიკის შემცვლელად ფაბრეგასი სურს
„ბარსელონა“ თადარიგს იჭერს და ჰანს-დიტერ ფლიკის წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად ფრანსესკ ფაბრეგასის დანიშვნა სურს.
ინფორმაციას ესპანური As-ი ავრცელებს. ფლიკის კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში.
As-ი Catalunya Ràdio-ზე დაყრდნობით, „ბარსელონას“ სპორტული ბლოკი დეკუს ხელმძღვანელობით ფაბრეგასს მომავალში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად მიიჩნევს.
კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ „კომოს“ მწვრთნელს და 2028 წელს მის შესაძლო დანიშვნის თაობაზე ისაუბრეს. როდესაც ფლიკს კონტრაქტი ამოეწურება, „ბლაუგრანას“ სურს, რომ მისი შემცვლელი დროულად და მშვიდად დაიბევოს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვის წინ „ბარსელონამ“ „კომოს“ ფაბრეგასის საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა. 2028 წლის შემდეგ ფრანსესკის შესაძლო დანიშვნაზე პასუხისმგებლობა ჟოან ლაპორტას მრჩეველს, ალეხანდრო ეჩევარიას ეკისრება, რომელიც ამ საკითზე პირადად იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ „სესკმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „კომო“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეიყვანა.