ჩელსი, ნიუკასლი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ნიუკასლი - მილინკოვიჩ-სავიჩზე ნადირობა დაიწყო

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა. „ლაციოს“ ნახევარმცველით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ არიან, თუმცა არცერთ მათგანს არ აწყობს რომაული კლუბის მოთხოვნილი თანხა 65 მილიონი ევრო.

Football Italia წერს, რომ ეს უკვე დიდი ფასდაკლებაა, რადგან რამდენიმე წლის წინ კლუბის პრეზიდენტმა საკუთარი ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ შეაფასა და ნაკლებად პრემიერ ლიგაში არ გაუშვა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. სერგეის „ლაციოსთან“ ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება და გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

ცნობილი ხდება, რომ „ბიანკოსელესტის“ სპორტული დირექტორი იგლი ტარე სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა იტალიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინგლისში იმყოფებოდა და რამდენიმე გუნდს მილინკოვიჩ-სავიჩის შესახებ ესაუბრა.

შეიქმნა ორი პრობლემა. პირველი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესი რეალურია, მაგრამ სერგეის მეორე ვარიანტად განიხილავს. „წითელი ეშმაკების“ პრიორიტეტი ფრენკი დე იონგია. „ნიუკასლი“ კი ევრო სარბიელზე არ იმყოფება და თავად ფეხბურთელს ისეთ კლუბში გადასვლა არ სურს, რომელიც ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე არ იქნება.

რჩება „ჩელსი“, რომელიც ყველაზე რეალური ვარიანტია, მაგრამ „არისტოკრატებს“ ფინანსების მხრივ პრობლემები აქვთ და 65 მილიონი დოლარის გადახდა არ შეუძლიათ. როგორც ჩანს, მილინკოვიჩ-სავიჩს წინ მნიშვნელოვანი ზაფხული ელოდება.

სერგეი „ლაციოში“

27 წლის სერბი რომაულ კლუბს 2015 წელს შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, მილინკოვიჩ-სავიჩმა „ლაციოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 294-ჯერ მოირგო, 58 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები