რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი: უიმბლდონზე თამაში მინდა, მაგრამ ჯერ დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ

36 წლის რაფაელ ნადალი უიმბლდონზე თამაშს გეგმავს, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ არ მიუღია.

რაფამ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა პირობებში ითამაშებს უიმბლდონზე:

„ფეხთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღე უნდა შეფასდეს, ამიტომ ამ მომენტში არ ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია თამაში. უბრალოდ ვიცი, რომ მინდა მონაწილეობა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო.

ჯერ ნაადრევია საბოლოო პასუხის გაცემა.

მკურნალობის შემდეგ, პირველ დღეებში არაერთგვაროვანი გრძნობები მქონდა, მაგრამ ყოველდღე ვუმჯობესდებოდი. კიდევ ერთი კვირა ვარჯიში ლონდონში და იმედი მაქვს, რომ უიმბლდონზე გამოვალ და ვიქნები კონკურენტუნარიანი“.

- განუცხადა ნადალმა Yahoo Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა როლან გაროსი კარიერაში მეთოთხმეტედ მოიგო და ჯამში 22-ე დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. „მატადორმა“ სამ სეტში კასპერ რუდი 6:3 6:3 6:0 დაამარცხა.

ATP-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, 22 დიდი სლემის მფლობელს 7525 ქულა ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალათბურთშიც შეუჩერებელია
„კალათბურთშიც შეუჩერებელია" - Football Italia ხვიჩას ვიდეოს გამოეხმაურა