თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
Aa
Aa

UWW-მ რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზე არიან ქართველი ფალავნები

მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბუნებრივია ქართველი მოჭიდავეებიც ფიგურირებენ.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საუკეთესო ხუთეულში ორი ქართველი ფალავანი მოგვევლინა. 70 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ზურაბ იაკობიშვილი იკავებს, რომელიც ყირგიზ აკმატალიევს, პოლონელ გაძიევს და სომეხ ანდრეასიანს უსწრებს.

მეორე მოჭიდავე, რომელიც რეიტინგის ლიდერებში მოექცა, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია. ქართველი ფალავანი სიაში მეორე ადგილს იკავებს და თურქ ტაჰა აკგულს ჩამორჩება, მის უკან კი ირანელი ზარე და მონღოლი მუნხთური იმყოფებიან.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, აქ რეიტინგის ლიდერებში ფალავანი გვევლინება: ლერი აბულაძე (63 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) საკუთარ წონებში პირველ ადგილებს იკავებენ. ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) მეორეზე, რამაზ ზოიძე კი (67 კგ.) მესამე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები