გიორგი ასანიძე
Aa
Aa

დიდი აღიარება - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გიორგი ასანიძე დააჯილდოვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დაჯილდოვდა. გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ეკუთვნის.

გიორგი ასანიძეს ჯილდო ხვალ, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე გადაეცემა.

შეგახსენეთ, რომ ვეტერანი ძალოსანი 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ამასთან, გიორგი ასანიძეს მსოფლიო და ევროპულ ასპარეზზე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევია. მისი მწვრთნელობის პერიოდში, ლაშა ტალახაძემ ზედიზედ ორჯერ მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - ძალოსნობის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატი - ძალოსნობის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია