ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ტაშკენტის გრანდ სლემი | ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულეს. ყველაზე ახლოს მედალთან ეთერ ლიპარტელიანი იყო, თუმცა ის ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ხორვატ ანა ვიქტორია პულიჟთან დამატებით დროში დამარცხდა.

ცნობისთვის, პირველ წრეში ლიპარტელიანმა თურქ ჰასრეთ ბოზქურთს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში ბრაზილიელი რეისი დამატებით დროში დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ შუკურჯონ ამინოვასთან ასევე დამატებით დროში დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავებით ავსტრიაში - ლინცის გრან პრიზე ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ვარსკვლავებით ავსტრიაში - ლინცის გრან პრიზე ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია