ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე 2021 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერეს ძალოსნად დასახელდა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, გამოკითხულთა უმრავლესობამ საუკეთესოდ სწორედ ქართველი გოლიათი აირჩია.

ლაშა ტალახაძეს ჯილდო  ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე  გადაეცემა!

საგულისხმოა, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და  ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ამასთან, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიც. ქართველი ძალოსანის ანგარიშზე არაერთი მსოფლიო რეკორდიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი სარდალაშვილი ევროპაში წლის მთავარ ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა
გიორგი სარდალაშვილი ევროპაში წლის მთავარ ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა