თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

8 მედალი და გუნდური მესამე ადგილი - უმცროსი მოჭიდავეების ტრიუმფი ანტალიის ტურნირზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ანთალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ამასთან, საქართველოს დელეგაციამ საერთო გუნდურ ჩათვლაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონი 86 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით კოღუაშვილი გახდა. ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, დავით აბდალაძე (61 კგ), დავით ფაცინაშვილი (70 კგ), თორნიკე თულაშვილი (79 კგ) და მერაბ სულეიმანაშვილი  (125 კგ) კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდ სლემი - საქართველოს წინასწარი შემადგენლობა ცნობილია
გრანდ სლემი - საქართველოს წინასწარი შემადგენლობა ცნობილია