რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

SPORT1: ბაიერნი მოლაპარაკებების დაჩქარებას ითხოვს, ლევა ბარსას უახლოვდება

ლევანდოვსკი „ბარსელონას“ ყოველი დღის შემდეგ სულ უფრო უახლოვდება.

გერმანული Sport1-ის ცნობით, „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარებისკენ მოუწოდა. მიუნხენელებს სურთ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მათ ოფიციალური წინადადება მიიღონ.

„ბარსა“ უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს პინი ზაჰავის, რომელიც მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს. საკუთარი მომავლის რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადაწყვეტა სურს თავად ლევანდოვსკისაც.

ტრანსფერის განსახორციელებლად მოვლენები ლევანდოვსკის უარმა დააჩქარა, როცა პოლონელმა „რეკორდმაისტერს“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა და ახალი გამოწვევებისთვის გარემოს შეცვლა მოისურვა. ამ ფაქტმა „ბარსელონას“ თავდაპირველი არც ისე დიდი შანსები საგრძნობლად გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაიმერმა კონტრაქტის ამოწურვამდე ანუ 2023 წლამდე ლევანდოვსკის „ბაიერნში“ დარჩენა დააანონსა, მიუნხენურ კლუბში მმართველი საბჭოს მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ რობერტის გაშვება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან არავის სურს იგი 1 წლის შემდეგ უფასოდ დაკარგოს.

Sport1-ის ცნობით, „ბაიერნი“ უახლოეს საათებში ლევანდოვსკის თაობაზე „ბარსელონასგან“ ოფიციალურ შეთავაზებას ელის. მიუნხენელებს თავდაპირველად 50 მილიონი ევრო სურდათ, თუმცა შემდეგ 35-40 მილიონზე ჩამოვიდნენ. ყველაფერი ისე მიდის, რომ მალე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაქტიკა, ვარჯიშები და უპატივცემულობა - რატომ მიდის ლევანდოვსკი ბაიერნიდან
ტაქტიკა, ვარჯიშები და უპატივცემულობა - რატომ მიდის ლევანდოვსკი ბაიერნიდან