კრივი, ენტონი ჯოშუა, ალექსანდრ უსიკი
Aa
Aa

„ჯოშუასთან მატჩ-რევანშით უკრაინას დიდ დახმარებას გავუწევთ“ - უსიკი

კრივში, WBC-ის მძიმეწონოსანმა მსოფლიო ჩემპიონმა, ალექსადნრ უსიკმა გადაცემა Blockasset-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ვერ ადევნებს, რადგან ენტონი ჯოშუასთან გასამართი მატჩ-რევანშისთვის ემზადება.

რა თქვა უსიკმა:

„საომარი მოქმედებები გრძელდება. მტერი ისევ თავს გვესხმის, მაგრამ ჩვენი მებრძოლები მათ აკავებენ. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ცოტა მოწყვეტილი ვარ. ბევრმა მეგობარმა და კოლეგამ მირჩია, რომ ახალი ამბები არ წამეკითხა. თუმცა, რისი ცოდნაც მჭირდება, იქ დარჩენილი მეგობრებისგან ვიგებ.

ბევრმა ჩემმა ახლობელმა, მეგობარმა, გუნდის წევრებმა, ადამიანებმა, რომლებიც უკრაინაში საომრად დარნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მირჩიეს, რომ ენტონი ჯოშუასთან მატჩ-რევანშისთვის მოვმზადებულიყავი.

ჩემს გუნდთან ერთად ამაზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქმედებით უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გავუწევთ“.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მოკრივე, რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა დაახლოებით 1 თვის წინ მან ქვეყნის დატოვება და ენტონი ჯოშუასთან მატჩ-რევანშისთვის მომზადება გადაწყვიტა.

WBC-ის პრომოუტერების ინფორმაციით, ბრიტანელი და უკრაინელი მოკრივეების ორთაბრძოლა 25 ივლისს შედგება, თუმცა თარიღი ოფიციალურად დამოწმებული ჯერჯერობით არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანისთვის მერაბი ყველაზე უხერხული მეტოქეა“ - რუსული გამოცემა დვალიშვილზე წერს
„იანისთვის მერაბი ყველაზე უხერხული მეტოქეა“ - რუსული გამოცემა დვალიშვილზე წერს