ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილმა მადრიდის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 51-ე ნომერს, იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა და მეტოქე ორ სეტში - 7:5, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელიც 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ და ნიკამ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა. აქამდე, 2021 წლის 16 აგვისტოს, ცინცინატის მასტერსზე პირველი დაპირისპირება ფონინიმ ბასილაშვილს ორ სეტში მოუგო და გათამაშებას გამოთიშა.

მადრიდის ტურნირზე ნიკას მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი, კარლოს ალკარეზი იქნება. მატჩი 4 მაისს, საქართველოს დროით 12:00 საათიდან გაიმართება. ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და ესპანელმა ჩოგბურთელმა 2021 წლის ივნისში ბასილაშვილი საფრანგეთის პირველობაზე 3 სეტში - 4:6, 2:6, 4:6 დაამარცხა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა დაკარგა, რის გამოც ATP-ის რეიტინგში 27-ე ადგილზე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ოქრო და 2 ბრინჯაო - ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე
2 ოქრო და 2 ბრინჯაო - ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე