ესპანური მედია: შენგელიას ბარსელონასთან წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს
Aa
Aa

ესპანური მედია: შენგელიას ბარსელონასთან წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს

ბრენდონ დევისმა შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს. 3-წლიანი ბარსელონური კარიერა შესაძლოა დასრულდეს. კლუბი თავის ერთ-ერთ ლიდერთან შეთანხმებას ვერ ახერხებს.

ესპანური ვებგვერდი encestando ავრცელებს და წერს, რომ დევისის მიმართ ინტერესს ევროლიგის ერთბაშად 3 კლუბი იჩენს: „ეფესი“, „რეალი“ და „ოლიმპია მილანი“.

დევისის შემთხვევაში პრობლემას მისი ხელფასი ქმნის, რომელიც წელიწადში თითქმის 3 მილიონ დოლარს შეადგენს. მისმა აგენტმა კი ხელშეკრულების კიდევ 2-3 წლით გახანგრძლივება მოითხოვა.

თავის მხრივ, „ბარსა“ ხარჯების შემცირებაზე მუშაობს და დევისს სთხოვა, რომ ხელფასი შეემცირებინა. კლუბი ასე მოიქცა ჰიგინსისა და მიროტიჩის შემთხვევაში, თუმცა დევისთან პრობლემებია.

ესპანური გამოცემა წერს, რომ „ბარსელონა“ დევისს შეელევა და მის ნაცვლად თორნიკე შენგელიას გაფორმებას გეგმავს. წყაროს თანახმად, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და წინასწარი შეთანხმებაც მიღწეულია.

როგორც ცნობილია, შენგელია სეზონს „ვირტუს ბოლონიაში“ დაასრულებს და შემდეგ დიდი შანსია კარიერია „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გიბრალტარი ესპანეთია" - რეალის ქომაგები ლონდონში