ევროპის ჩემპიონატი - წურწუმია და აბულაძე ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - წურწუმია და აბულაძე ფინალში გავიდნენ

ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფალავნები ჩაებნენ. პირველივე დღეს ნუგზარ წურწუმია და ლერი აბულაძე კონტინენტის პირველობის ფინალში გავიდნენ. სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას იაკობ ქაჯაია, რობერტ კობლიაშვილი და ბექა მამუკაშვილი ნაადრევად გამოეთიშნენ.

55 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში წურწუმია მოლდოველ არტიომ დელეანუს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად, 9:0 დაამარცხა. ნახევარფინალამდე წურწუმიამ მეოთხედფინალში თურქ ემრე მუტლუს 8:0 აჯობა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდება.

63 კილოს ნახევარფინალში კი ლერი აბულაძის მეტოქე გერმანელი ეტიენ კისინგერი იყო,რომელიც ქართველმა მოჭიდავემ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:2 მოუგო. მეოთხედფინალში ლერი აბულაძემ უკრაინელი ალექსანდრ ჰრუშინი დაამარცხა.

ფინალში ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ ტაჰელ მამადოვს დაუპირისპრიდება.

ფინალური შეხვედრები ხვალ თბილისის დროით 20:00 საათიდან გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდნენ