ამხანაგური მატჩების წინ - სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი დაასახელა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩების წინ - სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება.

21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება.

ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.

ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე:

გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა:

გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი),

ნახევარდაცვა/თავდასხმა:

საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები