ტიტულის დაცვას იწყებს - ბასილაშვილი დოჰაში მესამე ნომრად არის განთესილი
14 თებერვალს დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი აიღებს სტარტს. რა თქმა უნდა, ხსენებულ გათამაშებაში ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ტიტულის დაცვას შეეცდება.
ნიკოლოზი დოჰაში მესამე ნომრად არის განთესილი და ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება. საქართველოს პირველი ნომრის მომავალი მეტოქე ლორენცო მუსეტისა და კვალიფიკაციის ჩემპიონს შორის გამარჯვებული იქნება.
ცნობისთვის, დოჰაში პირველ ნომრად დენის შაპოვალოვია განთესილი, ხოლო მეორე ბაუტისტა აგუტია, რომელსაც ნიკოლოზმა გასული წლის ფინალი მოუგო.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც ჯონ მილმანი, ჯაზირი, როჯერ ფედერერი, ტეილორ ფრიცი და ბაუტისტა აგუტი არიან.
სამწუხაროდ, ნიკოლოზი ახლა ცუდ ფორმაშია. ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 8 მატჩი წააგო და 2022 წელს მოგება არ აქვს.