მანჩინი ბალოტელიზე: "ახლა ის რონალდუს დონეზე უნდა იყოს"
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.
"მარიო ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ მას უცნაური თვისებებიც აქვს. ეს ინსტინქტებიც გასაგებია, რადგან იგი ახალგაზრდაა.
იგი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა. იგი ახლა რონალდუს დონეზე უნდა იყოს, თუმცა ასე რომ არაა, მხოლოდ მისი შეცდომების ბრალია.
ახლა ის 26 წლისაა და მომატება კიდევ შეუძლია". - განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ მანჩინი ბალოტელის მწვრთნელი "ინტერსა" და "სიტიში" იყო.