გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

''ევროპიდან და რუსეთიდან დიდი ინტერესია'' - აგენტი გოჩოლეიშვილსა და გულიაშვილზე

ექს-ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა რუსულ Sport Express-თან საუბარში აღნიშნა, რომ რუსული და ევროპული კლუბების მხრიდან ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესია და ტრანსფერებთან დაკავშირებით მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში შედგება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ლილუაშვილი გიორგი გულიაშვილისა და გიორგი გოჩოლეიშვილის აგენტია. მოგეხსენებათ, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგებულ მატჩში გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, გოჩოლეიშვილმა კი ბრწყინვალე დრიბლინგით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''რუსული და ევროპული კლუბების მხრიდან გოჩოლეიშვილისა და გულიაშვილის მიმართ დიდი ინტერესია. უახლოეს პერიოდში რუსულ კლუბებთან ოფიციალური შეხვედრა შედგება. დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები არიან''.

შეგახსენებთ, გოჩოლეიშვილი და გულიაშვილი ''საბურთალოს'' ფეხბურთელები არიან. ამპლუით ნახევარმცველმა გოჩოლეიშვილმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება გულიაშვილს, მან 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი შეაგდო, რაც შემტევისთვის დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"