ხარატიშვილს თურქული კლუბი იწვევს | ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ბათუმის „დინამოს“ მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Ajansspor-ი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგის კლუბმა, „ეიუფსპორმა“ ბათუმელებს ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა და „დინამოს“ პასუხს ელოდება. გამოცემის ჟურნალისტი სელიმ მანავი ასევე წერს, რომ „ეიუფსპორი“ ქართველ მეკარეს პირადი კონტრაქტის დეტალებზეც ესაუბრება.
ცნობისთვის, 22 წლის მეკარე ბათუმის „დინამოს“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს, 2022 წელს მან ერთი სეზონი იჯარით ქობულეთის „შუქურაში“ გაატარა, 2023 წელს კი ასევე იჯარით „სამტრედიას“ ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში ხარატიშვილმა „დინამოს“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად. Transfermarkt-ის შეფასებით, ლუკას საბაზრო ღირებულება 500 ათასი ევროა.
რაც შეეხება „ეიუფსპორს“ ის თურქულ სუპერლიგაში 2024 წელს აღზევდა და გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. გუნდს თურქული ფეხბურთის ლეგენდა არდა თურანი წვრთნიდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დონეცკის „შახტარი“ ჩაიბარა.