გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვე ჩარლტონთან ვერ ითამაშებს | უოტფორდის ოფიციალური განცხადება

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის 2025/26 წლების სეზონს „ჩარლტონთან“ მატჩით ხსნის. შეხვედრა 15:30-ზე დაიწყება, „კრაზანები“ სტუმრად ითამაშებენ და ფონს გასვლა ქართველი ფეხბურთელის გარეშე მოუწევთ.

„უოტფორდმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის თითზე ჩატარებული გამოკვლევის პასუხს ელოდება და სამხრეთ ლონდონში ვერ გაემგზავრება.“

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს აპრილის შემდეგ არ უთამაშია. გიორგიმ ვერც ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, „უოტფორდი“ მის მიმართ მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს. „ჩაკვე“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და „კრაზანები“ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

„უოტფორდის“ მიზანი პრემიერ ლიგაში დაწინაურებაა, თუმცა ბრიტანულ გამოცემებს მათი წარმატების არ სჯერათ. Opta ვარაუდობს, რომ „კრაზანებს“ ჩემპიონშიფში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა, BBC კი აცხადებს, რომ „უოტფორდი“ მე-14 ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ამხანაგური მატჩი | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა
მეორე ამხანაგური მატჩი | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა