ილია თოფურია, კანელო ალვარესი
Aa
Aa

„სიებს მე ვადგენ“ | კანელოს თოფურიასთან კრივში ჩხუბზე ჰკითხეს

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, კანელო ალვარესმა AS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ესპანურმა გამოცემამ კანელოს შეკითხვა ილია თოფურიას შესახებაც დაუსვა და დაინტერესდა, რა აზრისაა „ელ მატადორთან“ კრივში ჩხუბზე.

AS: „ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კრივში ჩხუბის სურვილი გამოთქვა და სავარაუდო ოპონენტად შენ დაგასახელა. ამაზე რას ფიქრობ?

„ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ასე უბრალოდ, თავის სიაში ვერავინ შემიყვანს, რადგან სიებს მე ვადგენ. ამ მომენტისთვის, თოფურია ჩემი გეგმების ნაწილი არაა. 100 პროცენტით ტერენს კროუფორდთან ჩხუბზე ვარ ორიენტირებული. როდესაც ორთაბრძოლა მაქვს გასამართი, მედია საერთოდ სხვა ჩხუბზე იწყებს საუბარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ორთაბრძოლაა, რომელიც ჩანიშნული გაქვს.“

კანელო ალვარესი მსოფლიო ჩემპიონი ოთხ წონით დივიზიონში იყო და სამში, საჩემპიონო ქამრები გააერთიანა. 2021 წელს, ალვარესი პირველი მოკრივე გახდა, რომელმაც სუპერ საშუალო წონით დივიზიონში ქამრები გააერთიანა. მისი მომდევნო მეტოქე, ტერენს კროუფორდი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა და კრივის გულშემატკივრები მათ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდებიან. მათი ჩხუბი 14 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე ჩარლტონთან ვერ ითამაშებს | უოტფორდის ოფიციალური განცხადება
ჩაკვე ჩარლტონთან ვერ ითამაშებს | უოტფორდის ოფიციალური განცხადება