წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა
Aa
Aa

წიტაიშვილი: ,,ფინანსურად მეხმარებოდა, ბუცები და მობილური მიყიდა"

იორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიმდინარე წლის მაისში აიღო და ვილი სანიოლის ფორმაციის გუნდის წევრია.

წიტაიშვილს სხვადასხვა პერიოდში უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2019 წელს კი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფეხბურთელის გადაწყვეტილება ბაბუას უკავშირდება. გიორგის განმარტებით, სწორედ მან ითამაშა დიდი როლი, ჩაეცვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა:

,,როდესაც ბაბუის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოვედი, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე - მეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ჩემი სამშობლოთი ვამაყობ, ვიცი, რომ ქართველი ვარ, უკრაინა კი ჩემი მეორე სახლია".

გიორგი სოციალურ ქსელ INSTAGRAM-ზე ბაბუა კიდევ ერთხელ გაიხსენა და დაწერა:

ბაბუაჩემი, ბორია. დღეს, 20 ნოემბერს, მისი დაბადების დღეა, თუმცა თავად მილოცვებს 18 ნოემბერს იღებდა.

როგორც წესი, კაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. სწორედ ასეთი იყო ჩემი ბაბუა. ის ყოველთვის ბევრს მუშაობდა. მან ახალი ბუცები და მობილური მიყიდა. ბაბუა ყველაფერს აკეთებდა, რომ სხვების მსგავსად, არაფერი მომკლებოდა და მხოლოდ სპორტზე მეფიქრა. ფინანსურად მეხმარებოდა მაშინ, როდესაც კიევში ჩავედი.

ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო.

გვახსოვდეს საყვარელი ადამიანები. ისინი მუდამ იცოცხლებენ მანამდე, სანამ მათი ხსოვნა ჩვენთან იქნება.

View this post on Instagram

A post shared by G11 (@giotsitaishvili11)

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი მიმდინარე წლის სექტემბერში შედგა.

გიორგიმ კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. აღნიშნული მატჩი ბათუმში გაიმართა და კოსოვოს სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა
ჭიაბრიშვილი: ,,ეროვნულ ნაკრებში თუ ვინმე უნდა გამოარჩიო, ეს კაშიაა"