ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ისევ ბოლო წუთზე გაუშვეს | ლოჩოშვილის ნიურნბერგის მეორე მარცხი

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მეორე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ საკუთარ კედლებში „დარმშტადტს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ქულის აღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაუშვა და 0:1 დამარცხდა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და Sofascore-მა მისი ასპარეზობა 6.6 ქულით შეაფასა. ლუკა ბურთს 42-ჯერ შეეხო და 32-დან 29 ზუსტი გადაცემა გააკეთა. ქართველმა მცველმა 4-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, მინდორზე კი მეტოქეებს 4-დან 2-ჯერ აჯობა.

ლუკა სამი ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთი იყო და გოლის ეპიზოდში მისი ბრალეულობა არაფერი ყოფილა. ლოჩოშვილმა სახიფათო მდგომარეობა 5-ჯერ განმუხტა და მის წინააღმდეგ წესები ორჯერ დაარღვიეს.

ცნობისთვის, „ნიურნბერგმა“ პირველი შეხვედრა „ელვერსბერგის“ წინააღმდეგ გამართა და 0:1 წააგო. იმ თამაშში ლუკას გუნდმა გოლი 90-ე წუთზე გაუშვა. „ნიურნბერგის“ მომდევნო მეტოქე „პრეუსენ მუნსტერია“, რომელსაც 22 აგვისტოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია P4P რეიტინგის პირველი საფეხურიდან უნდა ჩამოვაგდო“ - პანტოჟა
„თოფურია P4P რეიტინგის პირველი საფეხურიდან უნდა ჩამოვაგდო“ - პანტოჟა