ილია თოფურია, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

„თოფურია P4P რეიტინგის პირველი საფეხურიდან უნდა ჩამოვაგდო“ - პანტოჟა

UFC-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა აცხადებს, რომ P4P რეიტინგის პირველი საფეხურიდან ილია თოფურიას ჩამოგდება სურს.

„მინდა, რეიტინგის პირველ საფეხურზე ავიდე. თოფურია ძალიან ძლიერია, ნოკაუტით მოუგო ვოლკანოვსკის, ჰოლოუეის, ოლივეირას - ეს შესანიშნავი რეზიუმეა, სამივე შემთხვევაში ილიამ შთამბეჭდავად გაიმარჯვა.

მახაჩევის სასარგებლოდ ახლა სტატისტიკა მეტყველებს, თუმცა მე ტოპ მებრძოლებს შორის ვრჩები და ჯერ კიდევ შემიძლია სტატისტიკის გაუმჯობესება. დვალიშვილი ასევე ლეგენდებთან ჩხუბობს, მაგრამ არც ჩემი მეტოქეები არიან სუსტები. თუ გავაგრძელებ ტიტულის დაცვას, რეიტინგში წინსვლაც აუცილებლად მექნება“.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად პანტოჟა P4P რეიტინგში მეოთხე პოზიციას დრიკუს დუ პლესისთან იყოფს. მათ უსწრებენ მერაბ დვალიშვილი (3), ისლამ მახაჩევი (2) და ილია თოფურია (1).

აქვე გეტყვით, რომ ბოლოს პანტოჟამ 28 ივნისს იჩხუბა, როცა მესამე რაუნდში კაი კარა-ფრანსს მახრჩობელა ილეთით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ოქტომბერში მასთან მინდა ჩხუბი“ | მანქანამ თოფურია გამოიწვია
„ოქტომბერში მასთან მინდა ჩხუბი“ | მანქანამ თოფურია გამოიწვია