ჩიმაევი: „მახაჩევთან ჩხუბი გზას გამიადვილებს“
ხამზატ ჩიმაევმა რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ დრიკუს დუ პლესის აუცილებლად მოუგებს და ამაზე შეჩერებას ნამდვილად არ გეგმავს, რადგან როგორც აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი სამი დივიზიონის ჩემპიონობაა. ქვემძიმეზე უფრო მეტად, ჩიმაევის პერსპექტივები ყველას ქვესაშუალო წონაში აინტერესებს და შესაბამისად, შეკითხვა ისლამ მახაჩევთან შესაძლო დაპირისპირებაზე დაუსვეს.
რას ამბობს ჩიმაევი
ვნახოთ როგორ დასრულდება ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევის ორთაბრძოლა. სანამ მათ შეხვედრას არ ვუყურებ და სათანადო დასკვნებს არ გავაკეთებ, ბევრი საუბარი არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ისლამის გამარჯვება და მასთან დაპირისპირება P4P-ის ლიდერობისკენ გზას გაცილებით გამიადვილებს.
ცნობისათვის მახაჩევი - დელა მადალენას დაპირისპირება ნოემბერშია დაგეგმილი, იქამდე კი კიდევ ერთი იმ დივიზიონის სატიტულო ჩხუბი შედგება, სადაც ჩემპიონობა ხამზატს ასევე აქვს გეგმაში - კერძოდ, 4 ოქტომბერს, ქვემძიმე წონაში მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას რემატჩი შედგება.