ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ხაბიბი-ფერგიუსონის თანამედროვე ვერსია“ - იაკვინტა თოფურია-მახაჩევზე

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობის ყოფილმა პრეტენდენტმა ალ იაკვინტამ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

„ორგანიზატორები ვალდებულები არიან, ეს ჩხუბი შემოგვთავაზონ. ეს ხაბიბი-ფერგიუსონის თანამედროვე ვერსიაა. იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რა მოხდება, როდესაც ეს ორი მებრძოლი ოქტაგონში აღმოჩნდება, იმდენად ბევრი განსხვავებული ასპექტი აქვს ამ დაპირისპირებას“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონი ჩხუბი სხვადასხვა მიზეზით 5-ჯერ ჩაიშალა. ხაბიბმა კარიერა 2020 წელს დაასრულა, ფერგიუსონმა კი ბოლოს UFC-ში 2024 წელს იჩხუბა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ 3 წონის ჩემპიონობა სურს, ხოლო ქვესაშუალო წონის სატიტულო ჩხუბში ერთმანეთს სწორედ ისლამ მახაჩევი და ჯეკ დელა მადალენა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ილაპარაკა
„ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ილაპარაკა