ალ-ნასრს კინგსლი კომანის დამატება სურს
კინგსლი კომანი შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს.
ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ალ-ნასრმა“ 29 წლის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები დაიწყო.
ფრანგ ფეხბურთელს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კომანმა ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე მოქმედება გააკეთა.
კინგსლი „ბაიერნის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.