ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მხოლოდ ამ შემთხვევაში გაყიდიან | რას წერს Lequipe-ი დავითაშვილზე

ზურიკო დავითაშვილის მომავალზე ბევრი იწერება. ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში არ სურს და „სენტ-ეტიენის“ დატოვებაზეა ორიენტირებული. დავითაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას ავტორიტეტული გამოცემა, L’Equipe გამოეხმაურა და დაასახელა მიზეზი, რომლის სანაცვლოდაც „მწვანეები“ ზურიკოს გაუშვებენ.

„ზურიკო დავითაშვილი და ლუკას სტასინი ერთ ნავში სხედან და სურთ, უმაღლეს დონეზე განაგრძონ ცურვა. სენტ-ეტიენის მფლობელს, ლარი ტანენბაუმს, რომელმაც გუნდი ერთი წლის წინ იყიდა, არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ ფინანსური ანგარიშის დასაბალანსებლად საკვანძო ფეხბურთელები გაყიდოს. პირიქით, მისი მიზანია, სატრანსფერო ბაზარზე ინვესტიციები განახორციელოს.

დავითაშვილს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროდან, 10 მილიონამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, კლუბის მენეჯმენტი მის გაშვებას არ აპირებს და მათ აზრს მხოლოდ ისეთი შეთავაზება შეაცვლევინებს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.“

ცნობისთვის, დავითაშვილს ბევრ კლუბს უკავშირებენ და „რენზე“, „სტრასბურგზე“, „სევილიაზე“, „გლადბახსა“ და „ევერტონზე დაიწერა. Footmercato-ს ინფორმაციით, დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ დატოვება სურს და სწორედ ამიტომ, ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში თამაშზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სიებს მე ვადგენ“ | კანელოს თოფურიასთან კრივში ჩხუბზე ჰკითხეს
„სიებს მე ვადგენ“ | კანელოს თოფურიასთან კრივში ჩხუბზე ჰკითხეს