ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

ეს მხოლოდ მან შეძლო| სიომინის აზრით, კვარას ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი აქვს

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა 2025 წლის ოქროს ბურთის ნომინანტების 30-კაციანი სია დაასახელა. ნომინანტებს შორის პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

იური სიომინის აზრით, ქართველ ფეხბურთელს ოქროს ბურთის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს. ამ თემაზე სიომინი რუსულ Championat-ს ესაუბრა.

იური სიომინი: „ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს. არ არსებობს ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში ამდენი ტიტული მოიგო, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე, ხვიჩამ მისი თამაშით ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრის წინაპირობა შექმნა. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ეს ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა’’.

სიომინმა კვარას შესახებ ივნისშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ნომინანტებს შორის მოხვედრას იმსახურებდა: „ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ფინალში ხვიჩა კვარაცხელია უსმან დემბელესთან ერთად, „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო მოთამაშე იყო. საერთოდაც, იშვიათად მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში ამდენ ტიტულს მოიპოვებს. სწორედ ამიტომ, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვიტყვი, რომ სექტემბერში ხვიჩა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის უნდა ვიხილოთ''.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ: უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი), დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი), დენზელ დუმფრისი (ინტერი, ნიდერლანდები), სერუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), ვიქტორ გიოკერეში (არსენალი, შვედეთი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საქართველო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, არგენტინა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი, შოტლანდია), კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი), ნუნო მენდეში (პსჟ, პორტუგალია), ჟოაუ ნევეში (პსჟ, პორტუგალია), პედრი (ბარსელონა, ესპანეთი), კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი), რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია), დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი), ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, ნიდერლანდები), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ფლორიან ვირცი (ლივერპული, გერმანია), ვიტინია (პსჟ, პორტუგალია), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი).

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს, რომელიც იოჰან კრუიფის სახელს ატარებს, მისთვის შემდეგი სპეციალისტები იბრძოლებენ: ანტონიო კონტე (ნაპოლი), ლუის ენრიკე (პსჟ), ჰანსი ფლიკი (ბარსელონა), ენცო მარესკა (ჩელსი), არნე სლოტი (ლივერპული). გამარჯვებულები 22 სექტემბერს, პარიზში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული
ოფიციალურად - კვარაცხელია ოქროს ბურთზეა ნომინირებული