,,თითოეული მატჩი გულითა და სამშობლოს სიყვარულით ვითამაშე
Aa
Aa

,,თითოეული მატჩი გულითა და სამშობლოს სიყვარულით ვითამაშე" - გიორგი ნავალოვსკი

გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა - 41 მატჩი: 2 შეხვედრა შეცვლაზე, 18 მარცხი, 11 ფრე, 12 გამარჯვება, ასეთია მისი მონაგარი ეროვნული გუნდის მაისურით.

35 წლის მცველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოჩნდა, იქამდე კი 2005-2007 წლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია.

მოგვიანებით, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და გულშემატკივარს მიმართა:

მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების მაისურს სიამაყით ვატარებდი, თითოეული შეხვედრა გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით ვითამაშე.

 ამაყი და ბედნიერი ვარ. კიდევ ერთხელ მადლობა!

ნავალოვსკის ვლადიმირ ვაისი ეროვნულ გუნდში სისტემატურად იძახებდა და იყო პერიოდი, როდესაც სლოვაკი სპეციალისტის ფორმაციის გუნდში მისი როლი შეუცვლელი იყო.

ამ ეტაპზე ნავალოვსკი დინამო ბათუმის მცველია და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგებასთან ახლოსაა. საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, დინამო ბათუმი დინამო თბილისზე წინ 5 ქულითაა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შვედეთში თვლიან, რომ სანიოლმა წესები დაარღვია: ,,ხიზანიშვილი ოპერას უსმენდა
შვედეთში თვლიან, რომ სანიოლმა წესები დაარღვია: ,,ხიზანიშვილი ოპერას უსმენდა"