როგორია საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
Aa
Aa

როგორია საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. მატჩის მასპინძელი გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი იქნება (ტევადობა - 5.000). ამ შემთხვევაშიც, პანდემიიდან გამომდინარე, სტადიონის 33% შეივსება.

ამით, ჩვენი გუნდი კალენდარულ წელს დაასრულებს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. ბილეთის ფასი 5 ლარია. 

ერთ გულშემატკივარს მაქსიმუმ 3 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთების ყიდვა

აღნიშნული შეხვედრა საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ისტორიაში მეორე ამხანაგური მატჩი იქნება.

ნაკრებების პირველი დაპირისპირება 2017 წლის 23 იანვარს, დუბაიში, სევენს სთედიუმზე შედგა, უხვგოლიანი გამოვიდა და ფრედ, ანგარიშით - 2-2 დასრულდა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრები 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა, გოლები კი თემურ შონიამ (69') და საბა ლობჟანიძემ (78') გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მატჩს იგებდა, თუმცა საბა ლობჟანიძის გოლიდან დაახლოებით 1 წუთში, 79-ე წუთზე, მეტოქემ წონასწორობის აღდგენა შეძლო.

საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, ს. ლობჟანიძე (82’ ხარაიშვილი), არაბული (57’ პარუნაშვილი), ზივზივაძე, კიტეიშვილი (89’ პაპუნაშვილი), ტუღუში (70’ დვალიშვილი), შერგელაშვილი (89’ ტაბიძე), რეხვიაშვილი, შონია (83’ მამასახლისი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაძევება: 89' ახმედოვი

გოლები: 1:0 შამურადოვი (45), 1:1 შონია (69), 1:2 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შამურადოვი (78).

15 ნოემბერს საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევან კუტალია: ,,ჯერჯერობით, სანაკრებო შანსი არ მეძლევა, თუმცა შრომას არ შევწყვეტ
ლევან კუტალია: ,,ჯერჯერობით, სანაკრებო შანსი არ მეძლევა, თუმცა შრომას არ შევწყვეტ"