ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი რეალს: პრობლემას არა ჩვენ, არამედ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ქმნის

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მადრიდის „რეალს“ გადატვირთული კალენდრის გამო კიდევ ერთხელ პასუხობს. როგორც ცნობილია, „სამეფო კლუბმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, დასასვენებლად დარჩენილი მცირე დროის გამო ლა ლიგას თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

„რეალმა“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საჩივარიც გაუგზავნა, რომელიც ასევე უარყოფილ იქნა. ამ ფაქტს ტებასი გამოეხმაურა და „ბლანკოსი“ მწვავედ გააკრიტიკა.

„ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების თანახმად, მადრიდელებს აღსადგენად საკმარისი დღეები აქვთ. პრობლემა ლა ლიგას არ უკავშირდება, არამედ ისეთ ტურნირს, როგორიცაა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ცალმხრივად ნიშნავს თარიღებს. FIFPro-მაც კი გამოთქვა უკმაყოფილება ამ თემაზე.

პარი სენ-ჟერმენი უეფას სუპერთასზე 13 აგვისტოს თამაშობს, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში 17 აგვისტოს იწყება. ჩელსი პრემიერ ლიგაში პირველ ტურს 17-ში თამაშობს, ხოლო რეალი ლა ლიგაში 19-ში. ვფიქრობ, დრო სრულად საკმარისია. იმ შემადგენლობით, რაც რეალს ჰყავს და იმ შემოსავლებთან ერთად, რაც მათ საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობით მიიღეს, რამდენიმე საათი ნამდვილად არ უნდა გახდეს საჩივრის მიზეზი“.

- დასძინა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები