„ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი“ - რეალმა მოურინიო ოფიციალურად წარადგინა
მადრიდის „რეალმა“ ჟოზე მოურინიოს ოფიციალური პრეზენტაცია დღეს გამართა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა მედიის წინაშე საკმაოდ ემოციურად ისაუბრა.
„ეს სახლში დაბრუნებას ჰგავს. ემოციურად, ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე პირველად, რადგან მაშინ მთავარი მსოფლიოს მწვერვალზე ასვლა იყო, ახლა კი ეს უფრო ემოციური და გულწრფელი განცდაა. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ყოველთვის ასე იყო, და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ჩემთვის „მადრიდის რეალისთვის“ მუშაობა. ეს არის პრინციპი, რომელსაც ყველა უნდა მიჰყვეს: იმუშაო „მადრიდის რეალისთვის“, რაც თქვენთვის მუშაობას ნიშნავს.
სიტყვები საკმარისი არ არის... რადგან ეს მისიას ჰგავს. საქმე არ ეხება საკუთარ თავზე ნერვიულობას ან იმას, ბევრს გამოვიმუშავებ თუ ცოტას. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ყველას დავეხმარო, გახდნენ უკეთესები: მოთამაშეებს, პერსონალს... რათა შევქმნა შრომის, პასუხისმგებლობისა და ამბიციის კულტურა, და ის, რაც კარგად ვიცი - „მადრიდის რეალისთვის“ მუშაობის პასუხისმგებლობა და პატივი. ძალიან მომწონს ეს კონცეფცია“,
- თქვა მოურინიომ.
„რეალი“ ჟოზეს ხელმძღვანელობით თავის პირველ ოფიციალურ მატჩს 22 აგვისტოს, ბარსელონაში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 23:30-ზე დაიწყება.