ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

სწორი გადაწყვეტილებები და ზუსტი პასები | პაოკ-ის მწვრთნელმა გუგეშაშვილი შეაქო

პაოკ-ში ლუკა გუგეშაშვილის დებიუტი „აიაქსთან’’ ამხანაგურ მატჩში შედგა. 1 გოლი გაუშვა, მაგრამ მისი ბრალი არ იყო, ავტოგოლი დაფიქსირდა. ლუკას მოედანზე ყოფნისას „აიაქსის’’ ფეხბურთელებს კარისკენ ზუსტად არ დაურტყამთ, ამ კუთხით საქმე არ ჰქონია, თუმცა ფეხით ძალიან კარგი გადაცემები შეასრულა, მათ შორის რამდენიმე გრძელი გადაცემებით შეტევა გაამწვავა, კარგად განავითარა. ეს ფაქტი პაოკ-ის მთავარ მწვრთნელ რაზვან ლუჩესკუს არ გამორჩენია. მატჩის შემდეგ რუმინელმა სპეციალისტმა მისი გუნდის მეკარეებზე, ირჟი პავლენკასა და ლუკა გუგეშაშვილზე ისაუბრა.

რაზვან ლუჩესკუ: „ნდობას ორივე მეკარე იმსახურებს, განსხვავებული თვისებები აქვთ. ფეხით თამაშისას ლუკა ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი პასები სწორი, ზუსტი და ეფექტურია, გამოსავლის პოვნა კარგად შეუძლია. ლუკას პასები ძალიან ეფექტურია, როცა მეტოქე პრესინგს მიმართავს.

ახლა მთავარია ახალ გარემოსთან ადაპტირდეს, „პანსერაიკოსში’’ სხვანაირი წნეხი იყო, პაოკ-ში სხვანაირია. ორივე მეკარე თავისი განსხვავებული ელემენტებით გუნდს იმ თავდაჯერებას სძენს, რაც ჩვენ გვინდა’’.

შეგახსენებთ, 2024 წლის ზაფხულში ლუკამ „ყარაბაღი’’ დატოვა და კარიერა ბერძნულ „პანსერაიკოსში’’ გააგრძელა, გასულ სეზონში სუპერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო და პაოკ-მა მილიონ ევროდ შეიძინა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე „პანსერაიკოსის’’ ქომაგებს ემოციურად დაემშვიდობა: „შეშლილი ლუკა მიდის, მაგრამ სერესი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ასევე, ვიცი რომ ყოველ შაბათ-კვირას თქვენ ჩემი ლამაზი ხმა მოგენატრებათ. ლუკას უყვარს „პანსერაიკოსი’’.

ლუკას პაოკ-თან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შუსტერი: თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
შუსტერი: თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ