მიშელ პლატინი
Aa
Aa

მედლები და თასები წაიღეს | საფრანგეთში პლატინის სახლი გაქურდეს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელისა და უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ გამოცემა Footmercato იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბუშ-დუ-რონის დეპარტამენტში, დღეს დილით მოხდა. Footmercato-ს წყაროს ცნობით, პლატინიმ თავად შენიშნა ბოროტმოქმედი, რომელმაც გაქცევა შეძლო.

მოგვიანებით პლატინიმ დაადგინა, რომ ქურდმა 20-მდე მედალი და თასი წაიღო - მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

თავად ექსფეხბურთელი არ დაშავებულა. მარსელის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიემა დაიწყო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სიტის“ ფეხბურთელი მადრიდში მობილური ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს - El Mundo
    „სიტის“ ფეხბურთელი მადრიდში მობილური ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს - El Mundo