ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ხელსაყრელი მეტოქე არ არის“ | ხამზატი ილიასა და ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ბორზმა“ „ელ მატადორი“ შეაქო, თუმცა დასძინა, რომ ცარუკიანს მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.

„შთამბეჭდავია, რასაც ილია თოფურიამ მიაღწია. ის ძალიან მაგარი ბიჭია. მასზე მძიმე მებრძოლებთან უსპარინგია და პროგრესს მიაღწია. არმანი ოდნავ განსხვავებულია. ის ფიზიკურად ძალიან დიდია. მაღალი არ არის, თუმცა საკუთარი წონისთვის, კუნთის დიდი მასა აქვს.

ცარუკიანს ძლიერი ხელები აქვს, მეტოქეს მაგრად უჭერს და ილიას გაუჭირდება, მისი თეიქდაუნის მცდელობების წინააღმდეგ თავი დაიცვას. ჩემი აზრით, არმანი ილიასთვის ყველაზე ხელსაყრელი მეტოქე არ არის.“

ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ჩიმაევს, ხამზატი მომდევნო ორთაბრძოლას დრიკუს დუ პლესის წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი: დვალიშვილის შეჩერება მხოლოდ მე შემიძლია
ბრაის მიტჩელი: დვალიშვილის შეჩერება მხოლოდ მე შემიძლია