ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

UFC Freedom 250 მინიმუმ ერთი საათით გადაიდო - მიზეზი უამინდობაა

ცოტა ხნის წინ, თეთრ სახლთან დაგეგმილ UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე უამინდობის გაფრთხილებების გამო ქაოსი შეიქმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის UFC-ის ქარდი ვაშინგტონში მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო.

UFC Freedom 250-ის ქარდზე ჯამში შვიდი ბრძოლაა დაგეგმილი, მთავარი მოვლენა კი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბია. შოუ ღია ცის ქვეშ იმართება და ძლიერი შტორმის პროგნოზის გამო იგი ქაოსმა მოიცვა.

The Weather Channel-ის ცნობით, არსებობს „ჭექა-ქუხილის, ძლიერი თავსხმა წვიმისა და 34 მილი/სთ-მდე სიჩქარის ქარის 60%-იანი ალბათობა, რაც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ბრძოლების გადადების საფრთხეს ქმნის“.

ინტერნეტში გავრცელებული არაერთი ცნობის თანახმად, ღონისძიების ტრანსლირება ჩვენი დროით 04:00-ზე უნდა დაწყებულიყო, ახლა კი ერთი საათით გვიან 05:00-ზე დაიწყება. თუმცა, ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული, რომელიც თუ გაიარესდა, შესაძლოა მილიონობით ქომაგს უფრო დიდი ხნით ლოდინი მოუხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები