ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

ვან დაიკი საუკეთესოდ დაასახელეს - ნიდერლანდების საოცარი სერია გაგრძელდა

ნიდერლანდები - იაპონიის (2:2) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვირჯილ ვან დაიკი დასახელდა. გარდა იმისა, რომ ნიდერლანდელთა 34 წლის კაპიტანმა ბრწყინვალე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 103 გადაცემა შეასრულა, საიდანაც 96 ზუსტი აღმოჩნდა. ვან დაიკი ბურთს 114-ჯერ შეეხო, 5 გრძელი პასი გააკეთა და სახიფათო მომენტი 8-ჯერ განმუხტა.

იაპონელებთან მატჩში ნიდერლანდელებმა ორი საოცარი სერია განაგრძეს - ეს მათთვის მეათე მუნდიალია და ტურნირი მარცხით არასოდეს დაუწყიათ (7 მოგება, 3 ფრე). მთლიანად ჯგუფურ ეტაპს თუ მივიღებთ მხედველობაში კი, „ნარინჯისფერებს“ პლანეტის პირველობაზე 32-წლიანი წაუგებელი სერია აქვთ. ჯგუფში ბოლოს ისინი 1994 წლის 25 ივნისს, ბელგიასთან (0:1) დამარცხდნენ, მას შემდეგ კი ტურნირის ამ სტადიაზე 17 თამაშია არ მარცხდებიან.

ცნობისათვის, ნიდერლანდები - იაპონიის მატჩს არლინგტონის სტადიონმა უმასპინძლა, რომელიც 70 649 გულშემატკივარზეა გათვლილი და უნდა აღინიშნოს, რომ ტრიბუნები პრაქტიკულად სრულად შეივსო, რადგან თამაშს თვალს 69 285 მაყურებელი ადევნებდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანელების მორიგი რეკორდი - ბრაზილია უკან მოიტოვეს
გერმანელების მორიგი რეკორდი - ბრაზილია უკან მოიტოვეს