ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, უსმან დემბელე, ვიტინია, კოულ პალმერი, ლამინ იამალი
Aa
Aa

მოულოდნელი ცვლილებები TNT Sports-ის ოქროს ბურთის ათეულში

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, გავლენიანი სპორტული გამოცემები 2025 წლის ოქროს ბურთის განახლებულ სიებს აქვეყნებენ. ამჯერად TNT Sports-ის ჯერი დადგა, რომელმაც ათეულში სერიოზული ცვლილებები მოახდინა.

ტურნირის მსვლელობის დროს, TNT-ის ათეულს ვიტინია ლიდერობდა, ამჯერად პორტუგალიელი მეორე პოზიციაზე დაქვეითდა და ლიდერობა იამალს დაუთმო, რომელიც აქამდე მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა. მე-3 ადგილზე მოულოდნელად კოულ პალმერი აღმოჩნდა, რომელიც აქამდე ათეულშიც არ იყო, მაგრამ ტურნირის ფენომენალურად ჩატარების შემდეგ, სადაც საუკეთესოდ დასახელდა, ათეულში დაწინაურდა.

უსმან დემბელე, რომელიც მეორე იყო, ამჯერად მეოთხე ნომრად არის. ათეულიდან ამოვარდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აქამდე მე-10 პოზიციას იკავებდა. ეს ყველაფერი პალმერის პროგრესის დამსახურებაა.

ათეული ასე გამოიყურება:

1) ლამინ იამალი (ბარსელონა), 2) ვიტინია (პსჟ), 3) კოულ პალმერი (ჩელსი), 4) უსმან დემბელე (პსჟ), 5) რაფინია (ბარსელონა), 6) ნუნო მენდესი (პსჟ), 7) აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), 8) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), 9) ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), 10) კილიან მბაპე (მადრიდის რეალი).

საბოლოოდ, გადაწყვეტილებას France Football-ი მიიღებს და TNT-ის, Goal-ისა და სხვა გამოცემების შეხედულებები მხოლოდ პროგნოზებად დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები