მეცი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

„დიდ გუნდებთან სათამაშოდ მზად ვარ“ - აბუაშვილი

გიორგი აბუაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფრანგულ „მეცს“ შეუერთდა, პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე კითხვას უპასუხა.

რა თქვა აბუაშვილმა:

„გიორგი მიქაუტაძეს „მეცში“ შესანიშნავი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი წიტაიშვილმა შეასრულა. ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი „მეცის“ მაისურით თამაშს. მიქაუტაძემ აქ ძალიან კარგი მემკვიდრეობა დატოვა, ამიტომ მე და გიორგი წიტაიშვილი შევეცდებით, ეს დონე შევინარჩუნოთ.

რა თქმა უნდა, მსმენია „მეცის“ შესახებ, ძალიან კარგი კლუბია. აქ კარგი პირობები გვაქვს და ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ფიზიკურად და მენტალურად მზად ვარ დიდ გუნდებთან სათამაშოდ და ამის დასამტკიცებლად გადმოვედი“.

ცნობისთვის, აბუაშვილი „მეცს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. „მეცში“ მისი თანაგუნდელი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი იქნება, რომელიც ფრანგულ კლუბში ასევე იჯარის წესით კიევის „დინამოდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წიტაიშვილი ტექნიკურია, აბუაშვილმა მოგვხიბლა“ | მეცში ქართველებზე ისაუბრეს
„წიტაიშვილი ტექნიკურია, აბუაშვილმა მოგვხიბლა“ | მეცში ქართველებზე ისაუბრეს