Bild: ბაიერნმა ლუის დიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
მიუნხენის „ბაიერნი“ ლუის დიასს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.
28 წლის კოლუმბიელი გარემარბი „რეკორდმაისტერთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი წელიწადში 14 მილიონი ევრო იქნება, გარდა ამისა დიასი გარკვეული ოდენობის ბონუსებსაც მიიღებს, რაც მისი და გუნდის ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა წყარო წერს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია და მალე ტრანსფერი დასრულდება.
„ლივერპულმა“ ადრე „ბაიერნის“ 67,5 მილიონი ევროს შეთავაზება უარყო. ამჯერად უცნობია, თუ რამდენით გაზარდეს გერმანელებმა წინადადება.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ლუის დიასმა პრემიერ ლიგის 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
✅ Bosses of @FCBayern are confident that there will be soon a Meeting with Liverpool for negotations of a Transfer of Luis Díaz (28)
— Christian Falk (@cfbayern) July 18, 2025
❇️ Bayern have agreement with Diaz for a contract til 2029, salary of €14 Mio + add-ons per year @BILD_Sport @altobelli13 pic.twitter.com/4QpfddXBNs