გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

„წიტაიშვილი ტექნიკურია, აბუაშვილმა მოგვხიბლა“ | მეცში ქართველებზე ისაუბრეს

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ არპინონმა, გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მეცმა“ იჯარის წესით გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი დაიმატა, და არპინონმა ქართველ ფეხბურთელებზე ილაპარაკა.

„გიორგი წიტაიშვილი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის. გასულ სეზონში მან შვიდი გოლი გაიტანა და ითამაშებს პოზიციაზე, რომელიც მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია — მარჯვენა გარემარბი, ჯალოს მსგავსად. საქართველოს ნაკრებს აქტიურად ვადევნებთ თვალს და მათ აქვთ მენტალიტეტი, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან კარგად ერგება. გიორგი მიქაუტაძეს წიტაიშვილის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ჰქონდა.

გიორგი აბუაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ახლახან აღმოვაჩინეთ. მისი უნარებით სწრაფად მოვიხიბლეთ. აბუაშვილი მარცხენა ფლანგზე თამაშობს და მცველებზე წასვლა უყვარს. გიორგი იჯარის წესით გადმოვიდა, მაგრამ მისი იმედი გვაქვს — როგორც ამ სეზონში, ისე სამომავლოდ.“

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და 19 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელშიც „რედ სტარს“ დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბისთვის სეზონი 17 აგვისტოს, „სტრასბურგთან“ მატჩით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი ცვლილებები TNT Sports-ის ოქროს ბურთის ათეულში
მოულოდნელი ცვლილებები TNT Sports-ის ოქროს ბურთის ათეულში