Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  22:36

ევროპის ჩემპიონატი - ორი ოქროს მედლის შანსი მოკრივეებს

23 ოქტომბერს მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება.საქართველოს სახელითკი ოქროს მედლებს გიორგი საჯაია და ლაშა გაგნიძე შეუტევენ.

54 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში საჯაიამ აზერბაიჯანელი მოკრივე კამილ ბაბაევი დაამარცხა და სულ მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში კი გიორგის მეტოქე უკრაინელი სიდერ აბდურაიმოვი იქნება.

63.5 კილოს ფინალში კი გაგნიძე ბელარუს მატვეი დავიდაუს დაუპირისპირდება. ლაშამ ნახევარფინალში რუმინელ ანდრეი მუსტეტს აჯობა.

შეგახსენებთ,რომ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი ჟორჟოლიანი გახდა. 71 კილოგრამ წონით კატეგორიის მოკრივემ ნახევარფინლური შეხვედრა რუს დანი პროკუდინთან დათმო.

ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage