Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  11:19

NBA-ს ევროპულ დივიზიონზე მუშაობა დაიწყო

NBA და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA), ევროპული ლიგის შექმნასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობას იწყებენ.

Marca-ს ცნობით, ევროპული NBA-ს შექმნის თაობაზე ლიგის ხელმძღვანელმა ადამ სილვერმა ევროლიგის პრეზიდენტს წერილი უკვე გაუგზავნა, რომელშიც დაფიქსირებულია სურვილი, რომ შეიქმნას ახალი ჩემპიონატი, რომელსაც ძლიერი ევროპული კლუბები დააკომპლექტებენ.

ამ მომენტისთვის ოფიციალურად დადგენილი არაფერია, თუმცა ივარაუდება, რომ NBA ამ ახალ ლიგას საკუთარ ბრენდს მიანიჭებს და მისი ორგანიზატორი იქნება.

ევროლიგის პრეზიდენტის ჟორდი ბართომეუს ბოლოდროინდელი ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებებით ევროლიგის კლუბები ცალსახად უკმაყოფილონი არიან, ამ ყველაფერმა კი NBA-ს გააქტიურება გამოიწვია.

კლუბებმა ბართომეუს იმპიჩმენტს მხარი უკვე ერთხმად დაუჭირეს. როგორც ჩანს, პროცესი უკვე დაწყებულია და ახალ პროექტს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage